воскресенье, 15 мая 2016 г.

მე-8 დღის რეფლექსია

დღეს კორექტირება შევიტანე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში და ბუკლეტში. დავასრულე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.

მადლობა ქალბატონ თეონას!

суббота, 14 мая 2016 г.

მე-7 დღის რეფლექსია

დღევანდელ მოდულში გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო. დავგეგმეთ პროცედურები და შევქმენით მასალები ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.
 დიდი მადლობა ქლბატონ თეონას.

воскресенье, 8 мая 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები და  შეფასების მეთოდები. ვიმუშავე სასწავლო პოექტის გეგმაზე.
 დიდი მადლობა, ქალბატონ თეონას

суббота, 7 мая 2016 г.

მე-5 დღის რეფლექსია







დღევანდელ მოდულზე განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და მისი  გამოყენების წესები. შევქმენი ბიბლიოგრაფია. გავეცანი ინტერნეტრესურსებს. გავაუმჯობესე ჩემი პროქეტის გეგმა. 


      დიდი მადლობა, ქალბატონო თეონა!

воскресенье, 24 апреля 2016 г.

მე-4 დღის რეფლექსია

      დღეს  შევისწავლე, მოსწავლეთა ჩართულობის გასააქტიურებლად, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა. გავიაზრე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების მიზანი. კითხვებზე მუშაობისას გამოვიყენე ონლაინ თანამშრომლობითი ვებსაიტი. პროექტისთვის შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. 


        დიდი მადლობა, ქალბატონო თეონა!

суббота, 23 апреля 2016 г.

მე-3 დღის რეფლექსია

       ჩემთვის მკაფიო და ნათელი გახდა პროექტებით სწავლების მიზნები და მნიშვნელობა. პროექტისთვის შევარჩიე თემა. გავერკვიე, თუ როგორ დავწერო პროექტის გეგმა. მივუსადაგე ეროვნულ სასწავლო გეგმას. გავეცანი და მოვარგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. შევქმენი ბუკლეტი პროექტისთვის.
      დიდი მადლობა ქალბატონ თეონა ლოთიკაშვილს! მისი ტრენინგები ყოველთვის საინტერესო და ინფორმაციულია.