воскресенье, 24 апреля 2016 г.

მე-4 დღის რეფლექსია

      დღეს  შევისწავლე, მოსწავლეთა ჩართულობის გასააქტიურებლად, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა. გავიაზრე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების მიზანი. კითხვებზე მუშაობისას გამოვიყენე ონლაინ თანამშრომლობითი ვებსაიტი. პროექტისთვის შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. 


        დიდი მადლობა, ქალბატონო თეონა!

суббота, 23 апреля 2016 г.

მე-3 დღის რეფლექსია

       ჩემთვის მკაფიო და ნათელი გახდა პროექტებით სწავლების მიზნები და მნიშვნელობა. პროექტისთვის შევარჩიე თემა. გავერკვიე, თუ როგორ დავწერო პროექტის გეგმა. მივუსადაგე ეროვნულ სასწავლო გეგმას. გავეცანი და მოვარგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. შევქმენი ბუკლეტი პროექტისთვის.
      დიდი მადლობა ქალბატონ თეონა ლოთიკაშვილს! მისი ტრენინგები ყოველთვის საინტერესო და ინფორმაციულია.